რუსთავში სკოლების რემონტი ჭიანურდება - ოთხ სკოლაში სასწავლო პროცესი ორი წელია შეწყვეტილია
რუსთავში რამდენიმე საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები კვლავ არ დასრულებულა. ოთხ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი უკვე ორი წელია შეწყვეტილია.
მიმდინარე მდგომარეობით, დაგეგმილ სარეაბილიტაციო ობიექტებზე ტექნიკა ჯერ არ მიუყვანიათ. მშობლების ინფორმაციით, მათ 2024 წელს დაჰპირდნენ, რომ სამუშაოები უმოკლეს ვადებში დასრულდებოდა.
გაჭიანურებული პროცესის გამო, მოსწავლეებს დროებით სხვა სკოლებში გადაანაწილეს. ნაწილი ოჯახებისა აცხადებს, რომ ბავშვების სახლიდან მოშორებით გადაყვანა ყოველდღიურ სირთულეებს უკავშირდება.
ვრცლად ნახეთ კრისტი-მარია ოსიაშვილი რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
20.10.26 13:25
ივანიშვილის დეპუტატების პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება - TI
TI-ის შეფასებით, სარჩელი არ შეიცავს იმ კონკრეტულ, სარწმუნო და საკმარის მტკიცებულებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის უკიდურეს ზომას კონსტიტუციურად გაამართლებდა.