პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა

04.11.21 20:05
 პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა

 პატიმარმა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზში ყელი გამოიჭრა.  უკიდურეს პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებას მიჰყვა, რომელმაც ირაკლი კვარაცხელია 7 წლით ციხეში გაუშვა. 
პატიმარმა ყელი საპარსის პირით გამოიჭრა. როგორ მოხვდა დანაშაულის იარაღი სასამართლოს დარბაზში, უცნობია.

ქურდობაში ბრალდებული ირაკლი კვარაცხელია ჯერ კიდევ ივლისის თვეში ,,ტვ პირველს" დაუკავშირდა და განუცხადა, რომ სამართალდამცველებმა მას ნაქურდალი ნივთი, ოქროს ბეჭედი, ჩაუდეს. ,,პირველები" აღნიშნული საქმით დაინტერესდა და გააარკვია, რომ დევნის ოპერაციის დროს სამართალდამცველებს ნივთმტკიცების სახით რამე ნივთი არ ამოუღიათ, ოქროს ბეჭედი კი საქმეში მოგვიანებით გაჩნდა.

ირაკლი კვარაცხელია საპატიმრობაში 9 თვე იჯდა, პროტესტის ნიშნად შიმშილობდა კიდეც. თუმცა მისი პროტესტის მიუხედავად სასამართლომ დღეს მას 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაშვებული სასწრაფო დახმარებამ არა ციხის საავადმყოფოში, არამედ სამოქალაქო კლინიკა ,,ვივა მედში" გადაიყვანა. ადვოკატის ინფორმაციით, ამ დროისთვის მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.