სახელებით და გვარებით ვიცი, ვინ მფარველობდა მკვლელებს - ნიკო კვარაცხელიას ოჯახი

17.02.26 12:00
სახელებით და გვარებით ვიცი, ვინ მფარველობდა მკვლელებს - ნიკო კვარაცხელიას ოჯახი

 

 

თბილისის ცენტრში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პირველ სატელევიზიო კომენტარს TV პირველთან აკეთებს.

"ამით არაფერი დასრულებულა" - ამბობს იზა ომაძე და აღნიშნავს, რომ "მკვლელობის დამკვეთებს მფარველები ჰყავდათ". 

შვილმკვდარი დედის თქმით, "სახელებითა და გვარებით იცის" მგარველების ვინაობა. მისივე განცხადებით, ამ დრომდე არ არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ საქმე გამოეძიებინათ. 

"ალბათ არ იყო პოლიტიკური ნება თორემ, აქამდე გამოიძიებდნენ. მათ მფარველობდნენ" - ამბობს ნიკოს დედა "პირველებთან". 

ეს მათი მხრიდან გამოცხადდა გახსნილად, ეს ალბათ მათი მხრიდან, აქ წერტილი არ დასმულა. ყველაზე ბინძური წესით დაიგეგმა ეს მკვლელობა. 

აქ არაფერი არ მთავრდება. აქ მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები მოვისმინო, რომ კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

ალბათ არ იყო პოლიტიკური ნება თორე, აქამდე გამოიძიებდნენ. მათ მფარველობდნენ. 

მე სახელებით და გვარებით ვისაუბრებ და მოვყვები ყველაფერს, მაქვს არგუმენტები, ვინ შეიძლებოდა ამ მკვლელობის მფარველი ყოფილიყო. 9 თვეში ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობა დააბრალეს ჩემს ოჯახს. გავიდა ცოტა დრო და სხვა მკვლელობები დაგვაბრალეს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ამაზე ვისაუბრებ. 

რა დონის ბოროტ ტვინზეა საუბაირ, რომ გამოიყენეს მსობლეი მამა (მოტივად)..... ჩვენს შორის მტრობა არ ყოფილა და წარმოუდგენელი იყო. კი ბატონო, ფაქტებით მეუბნებიან, რომ ასე იყო. აი როგორი გაგრძელება ექნება ამ საქმეს, მე საზოგადოებას დავანახებ. დადგება ალბათ ამის დროც, როცა ნიკოს მამა (ალაპარაკდება). არსებულ ხელისუფალსაც და ყველას დავუმტკიცებ, რომ ნიკო მოკლეს შეკვეთით. 

არგუმენტებით, სახელებით და გვარებით ვიცი, ვინ მფარველოდბდა ამ საქმეს. მე დავამტკიცებ რა იყო ამ მკვლელობის მოტივი. ორი თავი წავაცალეთ 9 თავიან დევს რომელსაც 5 წელი ვებრძოდით. ყველა თავი წასცვივდება", - განაცხადა იზა ომაძემ. 

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  - დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.  

საქმის მასალების მიხედვით, ძმებმა კაკულიებმა „კანონიერ ქურდზე“, ნიკო კვარაცხელიას მამაზე, გია კვარაცხელიაზე „შურისძიების მოტივით“ და კრიმინალურ სამყაროში თავიანთი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას ვაჟის შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს.