აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ - მამა ათინოგენე
სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია. დაკავებულია 5 სასულიერო პირი - მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი. ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი ათინოგენე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ისინი მონასტრის დატოვებას არ აპირებენ.
აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ", - თქვა ჟურნალისტებთან მამა ათინოგენემ.