ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლთან და სადარბაზოში ამ დრომდე სპეცრაზმი და კრიმპოლია მობილიზებული
ჟურნალისტ ელისო კილაძის სახლთან ამ დრომდე სპეცრაზმია მობილიზებული. კრიმპოლის თანამშრომლები არიან სახლის სადარბაზოშიც.
"პირველები" დეტალების გარკვევას ადგილზე ცდილობს, თუმცა სამართალდამცველები კითხვებს არ პასუხობენ.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა ადვოკატი ვალერი გელბახიანი. მისი თქმით, ის ელისო კილაძის სახლში ჩხრეკას უნდა დაესწროს.
არაფერი არ ვიცი, გავიგებ და მერე გეტყვით. მე მელოდებიან, იმიტომ, რომ ძმა არის სახლში ქალბატონი ელისოსი, როგორც ვიცი და ადვოკატის გარეშე არ უნდოდათ, ჩქრეკა ჩატარდეს, ამიტომ მოვედი აქ, მივიღებ მონაწილეობას და გავიგებ რას ედავებიან.
ქალბატონ ელისოს მე ვახლდი გამოკითხვაზე ქალაქ თბილისის პროკურატურაში ის საჩივართან დაკავშირებით ბენ ანურის წინააღმდეგ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე და არ ვიცი, მას მერე მე ინფორმაცია არ აქვს. გავიგებ და მოგახსენებთ, - ამბობს ვალერი გელბახიანი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით დილის 9 საათზე დააკავეს. დაკავებისას სპეცრაზმის წარმომადგენლებს მისთვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. კადრებში, რომელიც ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ კილაძე ითხოვს კითხვაზე პასუხს, რატომ დაადეს ხელბორკილები. ის ასევე უფლებადამცველს ითხოვს.