ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან

18.02.26 11:57
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - "პირველების" ინფორმაციით, ძმები კაკულიები სასამართლო პროცესს არ დაესწრებიან. როგორც ადვოკატი გიორგი ანთიძე "ტვ პირველს" ეუბნება, ძმებს, რომელსაც გამოძიება მკვლელობის დაკვეთას ედავება, ბრალი ლაითურის ციხეში საზოგადოებრივი ადვოკატების თანდასწრებით წარედგინათ. უფლებადამცველის თქმით,  ბრალდებულები ბრალს არ ეთანხმებიან. 

 სახაზინო ადვოკატით წაუყენეს ბრალი ბრალდებულ ზურაბ ჟვანაის ვაჟს- ბუსა ჟვანიასაც, რომლის არკვეთ-ღონისძიებაზეც სასამართლომ სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს. ბუსა ჟვანია საქართველოში არ იმყოფება. სავარაუდოდ, აღკვეთის შეფარდებსი შემდეგ, მასზე პროკურატურა ძებნას გამოაცხადებს. 

კი ლაითურის ციხეში წაუყენეს ბრალი. ეჭვი მაქვს რომ პროცესზე შეიძლება ისინი არ წამოვიდნენ. კაკულიების ნაწილში პატიმრობაზე ხო აღარ იმსჯელებს სასამართლო. არ ეთანხმებიან ბრალს. მე როგორც ვიცი (ბუსა ჟვანაის) სახაზინო ადვოკატით წაუყენეს ბრალი.", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ანთიძე.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  - დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.  

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.