სასახლის ღობის საქმე - დღევანდელ პროცესს ის ადვოკატები დაესწრებიან, რომლებიც მოსამართლემ წინა სხდომიდან გააძევა

18.02.26 12:09
სასახლის ღობის საქმე - დღევანდელ პროცესს ის ადვოკატები დაესწრებიან, რომლებიც მოსამართლემ წინა სხდომიდან გააძევა

სასახლის ღობის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესია ჩანიშნული. სხდომა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. 

ცნობილია, რო დღევანდელ პროცესს ის ადვოკატები დაესწრებიან, რომლებიც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ წინა პროცესიდან გააძევა. უფლებადამცველებმა მოსამართლის ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს, რომელმაც მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

როგორც ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა ამბობს, არ არის გამორიცხული, სხდომას პროტესტის ნიშნად ბრალდებულების ნაწილი არ დაესწროს. 

დღეს ველოდებით ისევ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას გამომდინარე იმ ექსცესებიდან, რაც დაფიქსირდა წინა სხდომაზე, შეიძლება, ბრალდებულების ნაწილმა უარი თქვას გამოცხადებაზე, რადგან ამგვარი დამოკიდებულება მათთვის მიუღებელია სასამართლოს მხრიდან. ზოგადად, სიტუაცია რომ შევაფასოთ, ქვეყანაში, სადაც სამართალს მანამ ვერ მიაღწევ, სადაც შვილმკვდარი დედა ქვეყანას არ შეძრავს და არასრუწლოვანს, მოზარდს, 16 წლის ბავშვს პოლიციელები პატიმარი მაის გაუპატიურებით არ დაემუქრებიან, შსს დაკავებულია იმით, რომ "ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები როგორმე დასაჯოს, - ამბობს უფლებადამცველი. 

შეგახსენებთ, რომ სასახლის ღობის საქმეზე წინა პროცესზე მოსამართლე თამარ  მახარობლიძემ ორი ადვოკატი მხოლოდ იმიტომ გააძევა, რომ მათ მოწმეს შეკითხვები დაუსვეს.