აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

18.02.26 12:41
აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ კაპიტანს, - წერს The New York Times. გამოცემის ცნობით, ტანკერ Marinera-ს (Bella 1) კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წარუდგინეს.

პროკურატურის მიხედვით, საქმე ორ ფედერალურ ბრალდებას მოიცავს: ხომალდზე გაიანას დროშის აღმართვას მაშინ, როცა გემი იქ რეგისტრირებული არ იყო, და United States Coast Guard-ის ბრძანების დაუმორჩილებლობას.

ცნობისთვის, ტანკერი ირანიდან ვენესუელის მიმართულებით გადაადგილდებოდა. გემი იანვარში დააკავეს, რის შემდეგაც ეკიპაჟი შოტლანდიაში გადაიყვანეს. გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ კალანდაძე შოტლანდიიდან აშშ-ში გადაიყვანეს. კაპიტნის მეუღლის მხარე დაკავებას ასაჩივრებს.