გამომძიებლები ელისო კილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ, ის დაკავებულია ჩვენებების საფუძველზე - ვალერი გელბახიანი

18.02.26 13:11
გამომძიებლები ელისო კილაძის სახლში ჩხრეკას ატარებენ, ის დაკავებულია ჩვენებების საფუძველზე - ვალერი გელბახიანი

 

 

"პირველების" ინფორმაციით, ელისო კილაძე გენერალურ პროკურატურაშია გადაყვანილი. "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელს ახლა კიდე ერთი უფლებადამცველი ნათია კოტრიკაძე ხვდება. არ არის გამორიცხული, რომ ჟურნალიტს ბრალი რამდენიმე საათში წარუდგინონ და სასამართლომ დღესვე იმსჯელოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზეც. 

როგორც ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი "პირველებთან" ამბობს, ჟურნალისტს ხელბორკილები ჩვენებების საფუძველზე დაადეს, თუმცა ვისი ჩვენება გახდა სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძელი, გელბახიანი ამბობს, რომ ამის შესახებ მას შემდეგ ეცოდიენბა, რაც საქმის მასალები აგდაეცემა.

რაც შეეხება დაკავებული ჟურნალისტის სახლს, იქ ახლა პროკურატირის გამომძიებლები იმყოეფებიან და ჩხრეკა მიმდინარეობს. 

არა ჩვენებების საფუძველზეა. ჯერ ჩხრეკის ოქმი არ შემდგარა, ახლა მიმდინარეობს ჩხრეკა. ყველაფერს ეძებენ 6 გამომძებელია, ერთია 

არვიცი ვისი ჩვენების საფუძელზე დაიწყო დევნა. ჯერ არ მაქვს მასალები და კომენტარს ვერ გავაკეთებ. გენერალური პროკურატუსი საგამოძიებო ეძებს, ყველაფერს ეძებენ 6 გამომძებელია, ერთია ხელმძღვანელია. არვიცი მითხრეს, რომ საინფორმაციო მხადრაჭერაა იმ პირებზე, ვინც "ქოლ-ცენტრებით" საქიანობდა", - აცხადებს ვალერი გელბაიანი. 

ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრებისა და ფულის გათეთრების საქმეზე დააკავეს.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.