საგანგაშო კოვიდსტატისტიკა - საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის

05.11.21 11:34
საგანგაშო კოვიდსტატისტიკა - საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის

ქვეყანაში საგანგაშოდ გაზრდილი კოვიდსტატისტიკის ფონზე საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. არაა გამორიცხული მთავრობამ ისევ საველე ჰოსპიტალები აამუშაოს. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტებს ვეღარ აუდიან და მათთავის მკურნალობაზე უარის თქმა უწევთ. ბოჭორიშვილის კლინიკაში ადგილები აღარ არის, რის გამოც პაციენტების გადაყვანა სხვა ქალაქებში უწევთ. 

კლინიკაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, კლინიკჯა არის გადავსებული, სამwუხაროდ, დღეს რეანიმაცია გადატვირთულია. ჩვენ გვაქვს 20-კაციანი კოვიდრეანიმაცია და გვიწევს 25 პაციენტი დღეს. არ არის არანაირი შესაძლებლობა რეანიმაციული პაციენტის მიღების.

სამწუხაროდ დღეს 2 პაციენტი შემოიყვანეს და პაციენტების გადაყვანა ქალაქში ვერ მოვახერხეთ მცხეთაში გადავიდა 2 პაციენტი", - ამბობს  ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლია გოლიაძე.