ოთარ ფარცხალაძის პოზიცია ახალა ბრალთან დაკავშირებით უცნობია
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი ამბობს, რომ ჯერ მისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე აღძრა პროკურატურამ ახალი სისხლის სამართლის საქმე ყოფილი გენერალური პროკურორის მიმართ. გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ დეტალები მას შემდეგ ეცოდინება, რაც ბრალის წარდგენა მოხდება და საქმის მასალებს გადასცემენ.
რაც შეეხება თავად ოთარ ფარცხალაძის პოზიციას, უფლებადამცველი ირწმუნება, რომ ჯერ ყოფილ პროკურორთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ჯერ არ ვიცი ბრალი, ჯერ გავეცნობით მასალებს დ ამერე დავბრუნდებით დიალოგის რეჟიმში. არავისთან არ მქონია კომუნიკაცია, ამ წამს გავიგე, რომ ბრალს უყენებენ ადამიანებს, ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს. რას ეფუძნება ეს ბრალი, ჩემთვის უცნობია. ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ მქონია. ბოლოს როდის მქონდა კომუნიკაცია ეს არ მახსოვს, თუმცა რა თქმა უნდა, კომუნიკაციაში ვართ", - ამბობს ადვოკატი.
ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის წევრების მიმართ.
ამავე საქმეზე ბრალდებულია ელისო კილაძე და ბიზნესმენი ბენ ანორი.
ჯამში 10 პირის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.