ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან - ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ

18.02.26 14:30
ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან - ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ

 

 

ხელჩართული ჩხუბი სასამართლოსთან - მოკლული ლევან ჯანგველაძის და ძმებ მიქაძეების მხარდამჭერები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ. "პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირების დროს დაილეწა ერთ-ერთი მანქანის მინები. 

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, ჩხუბში ჩაერია პოლიციაც. ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს 10-მდე პირს.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. 

ჩხუბს ჯანგველაძის და მიქაძეების მხარდამჭერებს შორის გუშინაც ჰქონდა ადგილი პირდაპირ სასამართლოს ეზოში.

  • ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები