გიორგი მიქაძემ ახალი ბრალის შესახებ სასამართლო პროცესზე გაიგო
გიორგი მიქაძემ ახალი ბრალის შესახებ სასამართლო პროცესზე გაიგო, სადაც ლევან ჯანგველაძის მკველობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა - ამის შესახებ მიქაძეების ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შორენა ნიქაბაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარეს მოკლული "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმეში ძმებ მიქაძეების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს, ახალი სისხლის სამართლის საქმე კი მაშველ რგოლად წამოეწია.
ბრალდების შესაძლო წაყენების შესახებ ამ სისხლის სამართლის საქმეზე ინფორმაცია თავად ბრალდებულისთვისაც და ჩვენთვისაც პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. რაც გადაჭრით შემიძლია გითხრათ, პირდაპირ, ახალ ბრალდების დადგენილებას ვუკავშირებთ იმას, თუ როგორ მიდის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზების პროცესები. უკვე ბოლო რამდენიმე პროცესია ბრალდების მხარეს პირდაპირ ვთხოვთ წარმოადგინონ მტკიცებულება, რა შეიძლება ჰქონდეთ გიორგი მიქაძის წინააღმდეგ, რაც ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ. ვფიქრობთ, რომ ეს ახალი ბრალი გზაში მაშველად წარმოეწია ბრალდების მხარეს. ნებისმიერ პირებთან დაჯგუფების სახელწოდებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მოხსენიებას აგერ უკვე თვეებია ვაპროტესტებთ. არავითარი დაჯგუფება არ არსებობს, დანარჩენი უკვე საქმის მასალების ანალიზის მიხედვით შეიძლება რომ პასუხები გაგეცეთ", - განაცხადა ადვოკატმა, შორენა ნიქაბაძემ.
ის რომ ახალი ბრალი სიურპირზი იყო ძმებ მიქაძეებისთვის, ამას ადასტუებს კიდევ ერთი ადვოკატი, გიორგი ყავლაშვილი. უფლებადამველი ამბობს, რომ ჯერჯერობით ახალ საქმესთან დაკავშირებით მათთვის დეტალები უცნობია.
ველოდები ბრალის აღდგენას და ვნახავთ მერე შიგნით რა დეტალებია. მე მანამდე რაც მქონია შეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, ვიცი, რომ შეხება საერთოდ არ ჰქონია ამ "ქოლცენტრების" თემასთან, დანარჩენი ვნახავთ. გამოკითხული არ არის. სიურპრიზია ეს საკითხი. ძალიან გაგვიჭირდება გარემოება წარმოვიდგინოთ, რაც შეიძლება კავშირში იყოს, რადგან მსგავსი ინფორმაცია ჩემს მარწმუნებლებს ქოლცენტრებთან მიმართებაში და კომუნიკაცია ნამდვილად აქვთ.
"პირველების" ჟურნალისტმა გიორგი ყავლაშვილს ჰკითხა, იყო თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია ელისო კილაძესა და ძმებ მიქაძეებს შორის:
რაიმე ტიპის საქმიანი კავშირი რომ ჰქონოდათ ერთმანეთთან ეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია და არ მაქვს ინფრომაცია ამასთან დაკავშირებით, თუმცა თავად ქალბატონი ელისოს კომენტარები, როცა აკეთებს ჩართვებს, იქ ამბობს, რომ მეგობრული ურთიერთობა მაქვს დავით მიქაძესთან", - განაცხადა ყავლაშვილმა.
ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის- ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას.
ამავე საქმეზე ბრალდებულია ელისო კილაძე და ბიზნესმენი ბენ ანორი.
ჯამში 10 პირის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.