"პირველების" ინფორმაციით, ელისო კილაძის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს
"პირველების" ინფორმაციით, ელისო კილაძის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ჩხრეკა ტატიშვილის ქუჩაზე ფაქტობრივად უკვე დასრულებულია. უშუალოდ რას ეძებენ პროკურატურის გამომძიებლები ჟურნალისტის სახლში, ეს ამ ეტაპზე უცნობია.
"ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლის გამოკითხვა კი ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის- ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელის მიმართ.
საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას.
ამავე საქმეზე ბრალდებულია ელისო კილაძე და ბიზნესმენი ბენ ანორი.
ჯამში 10 პირის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.
როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.