ელისო კილაძის პირველი განცხადება დაკავების შემდეგ

18.02.26 16:17
ელისო კილაძის პირველი განცხადება დაკავების შემდეგ

მოპოვებულია ელისო კილაძის წერილი, სადაც "ქრონიკა პლუსი" და "სინიუსის" დამფუძნებელი მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეზე პირველად საუბრობს. 

მედია-მენეჯერი ამბობს, რომ ის სუს-ის შეფის მხილების გამო ისჯება. 

კილაძე წერილში წერს იმ ჟურნალისტური გამოძიებსი შესახებ, რომელიც მისი თქმით, რამდენიმე დრეში უნდა გამოექვეყნებიდა და სადაც გლდანის ციხის დირექტორისა და სუს-ის თანამშრომლის თვითმკვლელობსი საქმის დეტალებზე აპირებდა საუბარს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ელისო კილაძე ბრალს არ აღიარებს და ამტკციებს, რომ ამ საქმეზე მასთან ერთად დასახელებულ ოთარ ფარცხალაძეს და მიშა ჩოხელს არ იცნობს. 

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გიორგი მიქაძე სასამართლო პროცესზე გაიცნო დავით მიქძესთან კი წლებია მეგობრობს. 

 „ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა. ჩემს მიერ ყველა შეკერილი ბრალი მხილებულია, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი, თანაც, ჩემი დაკავებით, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს სიმართლე ახალი საქმის ახალ დეტალებზე. რაც შეეხება კრიპტოვალუტას, ჩემს მიერ მხილებულია სუს-ის უფროსი მამუკა მდინარაძე, მის ელექტრონულ სარჩელზე 241 ბიტკოინის ფლობით. ამ კვირაში ვაპირებ გლდანის ციხის დირექტორის და სუს-ის თანამშრომლის სოსო წაქაძის თვითმკვლელობის დეტალებზე საუბარს. 

რაც შეეხება ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებ. ბრალი მედება კეზერაშვილის ქოლცენტრების მხილებაში - (კონკურენტებს ანადგურებსო). ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ, არც მიშა ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი, დავით მიქაძის მეგობრობა აღიარებული მაქვს. არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლცენტრების არსებობა ვიცოდი. დასახელებული კომპანიების არსებობა გავიგე პირველად. ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ. უხერხულიც კია ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ციხეში ნაჯდომი რომ არ იქნები. ჩემი მედიის ჟურნალისტებს მინდა ვუთხრა, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ოჯახს გამძლეობა“, - წერია ელისო კილაძის მიერ იზოლატორში შესახლებამდე გამოგზავნილ წერილში. 

"პირველების" ინფორმაციით, ელისო კილაძე პროკურატურიდან უკვე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი. 

  • ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის- ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელის მიმართ. 

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას. 

ამავე საქმეზე ბრალდებულია ელისო კილაძე და ბიზნესმენი ბენ ანორი. 

ჯამში 10 პირის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.