"დალუქეს ფურცელი, წაიღეს ე.წ. ფლეშკები" ~ ელისო კილაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

18.02.26 17:17
"დალუქეს ფურცელი, წაიღეს ე.წ. ფლეშკები" ~ ელისო კილაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია

ელისო კილაძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია - როგორც ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა "პირელებთან" განაცხადა, გამომძიებლებმა ყველა ფურცელი დალუქეს, რაც ჟურნალისტის სახლში იპოვეს.

"ქრონიკა პლუსის" დამფუძნებლის ტატიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ამოღებულია ასევე ფლეშკები.

როგორც ადვოკატი ამბობს, არცერთი ფურცელი თუ ამორებული ნივთი გამოძიებასთან კავშირში არ არის.

ყველა ფურცელი იქნა წაღებული რაც ოროთახიანი ბინაში იყო.  ყველა ფურცლის დალუქვა მოხდა. სამი ფელშკა ამოიღეს სულ... ფლეშკები არ გაგვისინჯია რა იყო მასზე.  

ფლეშკების გარდა ფურცლები არ დატოვეს ამოუღები. არცერთი ამოღებული ფურცელი თუ საგანი გამოძიებასთან კავშირში არ არის. 

მე როგორც მითხრეს, სხვებს აქვთ ჩვენებები მიცემული, რომ მათ ჰქონმდათ ქოლცენტრები და ელისო კილაძე ეხმარებოდა ინფორმაციულად. ეს ბრალდება შეუძლიათ ნებისმიერი ჟურნალისტის წინააღმდეგ გააკეთონ", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. 

"პირველების" ინფორმაციით, ელისო კილაძე პროკურატურიდან უკვე რუსთავის იზოლატორშია გადაყვანილი.სასამართლო ჟურნალისტის აღკვეთის ღონისძიებაზე სავარაუდოდ ზეგ იმსჯელებს.

  • ორგანიზებულ დანაშაულს და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ყოფილი გენპროკურორის, ოთარ ფარცხალაძის და მისი მისი გარემოცვის- ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელის მიმართ. 

საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას. 

ამავე საქმეზე ბრალდებულია ელისო კილაძე და ბიზნესმენი ბენ ანორი. 

ჯამში 10 პირის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას.