სასახლის ღობის საქმეზე დღეს სამი მოწმე გამოიკითხა - რა კითხვები ჰქონდათ მათთან ბრალდებულებს
სასახლის ღობის საქმეზე დღეს სამი მოწმე გამოიკითხა - ორი ექსპერტი და ერთი სასახლის დაცვის თანამშრომელი. გიორგი წეველიძესთან ერთ-ერთ ბრალდებულს ბევრი კითხვა ჰქონდა. მან დაცვის თანამშრომელს ჰკითხა, იყო თუ არა სასახლის ღობე წინა დღეებში შემოწმებული და შეუძლია თუ არა გადაჭრით თქვას, რომ ღობე დაზიანებული არ ყოფილა.
აღსანიშავია, რომ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მოწმეს აღნიშნული კითხვა აარიდა.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია. მათი თქმით, ამას თავად პროკურატურის მოწმეებიც ადასტურებენ.
მთელი რიგი ლეგიტიმური კითხვები იყო დაზიანებულ ღობესთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ჩვენმა მოსამართლემ რატომღაც თავი აარიდა აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან, - ამბობს ერთ-ერთი უფლებადამცველი.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, პროკურორი ამტკიცებს, რომ სასახლის ღობე დაზიანებული არ ყოფილა, რაც მისი თქმით, შესაბამისმა ექსპერტიზამ დაადასტურა.
არანაირი დაზიანება ღობეს წინასწარ არ ჰქონია და დაზიანებები მიაყენეს აქციის მონაწილეებმა, რომლებმაც სცადეს სასახლის ეზოში შეჭრა, შემდეგ შეიჭრნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას და ის თანამშრომლებს. არანაირი დაზიანება არ ყოფილა, ეს დაამტკიცა კიდეც ესქპერტიზამ და ექსპერტი დაიკითხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, - ამბობს პროკურორი როინ ხინთიბაძე.