სპეცოპერაცია ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ - დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე

05.11.21 12:10
 სპეცოპერაცია  ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ - დაკავებულია  საქართველოს 9 მოქალაქე

ესპანეთში ქართველების წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩატარდა.  დაკავებულია საქართველოს 9 მოქალაქე.

ესპანური მედიიის ინფორმაციით, დაჯგუფებას ქართველი ძმები ხელმძღვანელობდნენ, რომლებიც ესპანეთში 2017 წლიდან ცხოვრობენ.

გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები წინასწარ უთვალთვალებდნენ სახლებს, შემდეგ კი ძარცვავდნენ.  ერთ ღამეში ქართველებმა  5 ბინის გაძარცვა მოახერხეს. სპეცოპერაციის დროს ამოღებულია, ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და საქართველოს პასპორტები.

მსგავსი სიახლეები