იყო თუ არა სასახლის ღობე შემოწმებული დაზიანების კვალზე?
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განარიდა იმ კითხვების უმეტესობა, რომელიც ბრალდებულებს ქონდათ, დღეს მანუჩარ მიქელაძეს სასახლის დაცვის თანამშრომლისგან აინტერესებდა იყო თუ არა ღობე შემოწმებული თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღოო.
ღობის წინასწარ გადაჭრასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც "შაბათის ეთერმა" კადრები გაშიფრა, ვიდეო მასალაში ჩანს, რომ სასახლის ღობე რამდენიმე ადგილზე გაჭრილია და მავთულითაა დამაგრებული, ადვოკატები ფიქრობენ, რომ ეს მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, კითხვები აქვთ ექსპერტების მუშაობასთანაც.
როდის გამოიკითხება ის ექსპერტი, რომელმაც სასახლის ღობე დაათვალიერა და დასკვნა დაწერა? ეს ამ დრომდე უცნობია, საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ ღობე დაუზიანებელი იყო, თუმცა ახლა არა სტრატეგიულ ობიექტზე თავდასხმა არამედ პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ის პოლიციელები გახდნენ ვინც სხდომათა დარბაზში ჩვენებას ბრალდებულების წინააღმდეგ აძლევენ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ დრომდე ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნეს.
მოსამართლე მახარობლიძეს დღეს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და დარბაზიდან გაძევებული ადვოკატები პროცესზე დააბრუნა, შემდეგ ოთხშაბათს ბრალდება მოწმეების გამოკითხვას გააგრძელებს, სავარაუდოდ პროცესზე ე.წ დაზარალებულ პოლიციელებს მიიყვანენ.