კალიფორნიაში, სიერა-ნევადაში ზვავის შედეგად 8 მოთხილამურე დაიღუპა

18.02.26 23:45
კალიფორნიაში, სიერა-ნევადაში ზვავის შედეგად 8 მოთხილამურე დაიღუპა

კალიფორნიაში, ტაჰოს ტბის რეგიონში, სამშაბათს ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული მოთხილამურეებიდან 8 დაღუპულად გამოცხადდა

ნევადას ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, თავდაპირველად ისინი 15 ადამიანს ეძებდნენ, მოგვიანებით 6 მათგანის გადარჩენა მოხერხდა, გადარჩენილებიდან 2 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთი მოთხილამურე, ამ დროისთვის კვლავ დაკარგულად ითვლება. 

არსებული ინფორმაციით, მოთხილამურეებმა მოგზაურობის დროს ორი ღამე ქოხებში გაატარეს, მათი მარშრუტი მოიცავდა "მთიან რელიეფზე" 6.4 კმ მანძილზე გადაადგილებას საკვებისა და მარაგების გადატანით.