წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 33 წლის კაცი მოკლეს
წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში 33 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნათლულმა მოკლა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებული ნასვამი იყო. თვითმხილველები "ტვ პირველთან" ყვებიან, რომ ახალგაზრდა მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც დამნაშავე მას ჩაუსაფრდა და იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის.