ამოღებულია: 300 გრამამდე "კოკაინი", "მეთადონისა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი - დაკავებულია 3 პირი

19.02.26 10:48
ამოღებულია: 300 გრამამდე "კოკაინი", "მეთადონისა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი - დაკავებულია 3 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავეს

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "სარფის" ტერიტორიაზე დააკავა. 

ნივთმტკიცებად ამოიღეს: 300 გრამამდე "კოკაინი", ასევე, "მეთადონისა" და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის, თურქეთისა და ამერიკის სამი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და სამგზავრო ჩანთის ჩხრეკისას სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: 300 გრამამდე „კოკაინი“, ასევე, „მეთადონისა“ და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 350 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.