განხეთქილება სასამართლო კლანში - იუსტიციის საბჭოს განცხადებას კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა

05.11.21 12:32
განხეთქილება სასამართლო კლანში - იუსტიციის საბჭოს განცხადებას კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა

დიდი განხეთქილება სასამართლო კლანში - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებას სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის შოთა გეწაძის შემდეგ მოსამართლე ქეთი მესხიშვილიც გაემიჯნა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ იუსტიცისს უმაღლესი საბჭოს დამოკიდებულება დიპლომატიური კორპუსის კრიტიკის მიმართ არასწორი და ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

იურისტი კახა წიქარიშვილი გავლენიანი მოსამართლეების პროტესტს პოზიტიურ მოვლენად აფასებს. მისი თქმით, კარგია, რომ სასამართლო სისტემაში მკაფიოდ გამოხატული განსხვავებული აზრი გაჩნდა. 

ახლა, როდესაც მოსამართლეებმა დაინახეს, რომ სასამართლო სისტემა მიდის კატასტროფისკენ, პირდაპირ დაპირისპირებაში შედის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ გაემიჯნონ კლანის ამ განცადებას. ეს არის ძალიან კარგი, ვინაიდან სასამართლო სისტემაში გაჩნდა მკაფიოდ გამოხატუილი განსხვავებული აზრი სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ბოლო ხანებშ მათ უკვე გაწყვიტეს დიალოგი საერთოდ საერთაშორიოს პარტნიორებთან და ბოლო ხანებშ ისინი უკვე პირდაპირ უპირისპირდებიან ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს და  მათ მოწოდებებს, - ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი. 

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში გამოჯანსაღების პროცესი იწყება. 

ეს არის ძალიან ჯანსაღი პროცესი და შეიძლება ითქვას, მოსალოდნელი პროცესი. მანამდე რამდენიმე ასეთი გამოვლინება გვქონდა, როდესაც მსოამართლეებმა, მათ შორის, შოთა გეწაძემ ღიად დააფიქსირა უთანხმოება იუსტიციის საბჭოსთან, ბესარიონ ალავიძემ, უზენაესის მოსამართლემ. როგორც ჩანს ეს პროცესი მძაფრდება. უკვე არის თუ არა აჯანყება არ ვიცი, მაგრამ ყველა შემთხვევაში არის გამოჯანსაღების ნიშნები, - აღნიშნა დოლიძემ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასავლელ პარტნიორებთან ღია ომში შევიდა. საქმე ეხება ქვეყანაში არჩევნების მეორე ტურის პარალელურად  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლის არჩევას, რასაც სტრატეგიულმა პარტნიორებმა არადემოკრატიული და გაუმჭვირვალე პროცესი უწოდეს.