ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

19.02.26 14:57
ნაქერალას უღელტეხილზე გარკვეული ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

აღნიშნულ გზის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია," - წერია განცხადებაში.