ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს

19.02.26 17:00
ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს

ლილოს სამედიცინო ცენტრი გაქურდეს - წაღებულია სამედიცინო აპარატურა და კომპიუტერული ტექნიკა. როგორც თანამშრომლები ყვებიან, დილით სამსახურში მისულებს  სათვალთვალო კამერები გათიშული იყო, კავშირის სადენები ჩაჭერილი, ხოლო, ექიმების ოთახები გაძარცვული დახვდათ. 

როგორც ადგილზე "პირველებს" უყვებიან,  ქურდობაში ეჭვმიმიტანილებს სავარაუდოდ, წინასწარ ჰქონდათ გეგმა შედგენილი, რადგან იცოდნენ, როგორ უნდა ჩაეხხსნათ სამეთვალყურეო სისტემა, რომ ისინი კამერებში არ გამოჩენილიყვნენ. დილიდან ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც, კლინიკა თავდასხმის ობიექტი გახდა, წინა ორ შემთხვევაში სამედიცინო ცენტრში არასრუწლოვნები იყვნენ შესულები. ამიტომ სავარაუდოდ, ახლაც ქურდობა სწორედ არასრულწლოვენების მიერ განხორციელდა. 

როგორც კლინიკის დირექტორი "პირველებთან ამბობს, საჭირო გამოკვლევების ჩატარებას სამედიცინო ცენტრში პრობლემები შეექმნა.

მეორე სართულის ფანჯრიდან არიან გადასულები. წაღებულია კომპიუტერები, ლეპტოპები, აპარატურა. ეს გახლავთ პოლიკლინიკა, როემლიც ემსახურება სადგღაც 7000-მდე ბენეფიციარს, რომელთაგან უმეტესობა არის სოციალურად დაუცველი. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ეს არის მესამე ძარცვა. წინა ორი შემთხვევაში მითრხეს რომ იყვნენ არასრულწლოვნები, ამიტომ, უშედეგო იყო ყველაფერი. ფაქტობრივად პარალიზებულები ვართ, ძალიან დიდი ზარალია ჩვენთვის. კამერები გადაჭრილია", უკანა მხრიდან რიან შესრულები. ანუ ეს არ არის შემთვევეითი, რომ ვიღაცამ გამოიარა და უცებ თავში მოუვიდა, მგონია, რომ იმ კაბინმეტებში, სადაც ლეპტოპები იდო, ისიც კი წიანსწარ ჰქონდათ შესწავლილი. წაღებული აქვთ ის ლეპტოპიც რომელში კამერების პროგრამა იყო. სერვერი არ არის წარებული და იმედია სერვედირდან ამორებული იქნება ყველაფერი და ვნახავთ", - ამბობს კლინიკის დირექტორი. 

მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით არსი დაწყებული. "პირველების" ინფორმაციით, შსს-ს ჯერჯერობით ქურდობის ფაქტზე არავინ არ დაუკავებია.