"ბარამბოს" კომერციული დირექტორი: მოკვდა ტრადიციული მაღაზიების ბაზარი
პარლამენტში, ფასების კომისიის სხდომაზე, "ბარამბოს" კომერციულმა დირექტორმა, ჯანო კუციამ გაყიდვების არხების შემცირებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ტრადიციული მაღაზიები ქსელურმა მარკეტებმა ჩაანაცვლა, ხოლო მათთან მომსახურება გაცილებით ძვირი ჯდება.
"ბარამბოს" კომერციული დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მწარმოებელი ისეთი საინტერესო არ არის, როგორც მსოფლიოს დიდი ბრენდები, რომლებთანაც შეჭიდება ქართული შეთავაზებებით უწევთ.
ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ქსელებს - 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდოთ, მოკვდა ეგ ბაზარი, ვერ შემაქვს ვერსად. როგორ უნდა გადავრჩე იქ, სადაც გაყიდვების არხები აღარ მაქვს, ჩემი რისკ-მენეჯმენტის ძირითადი ამოცანა ეს არის.
"ქეშბექი" იდეაში პრობლემა არ არის, ზოგადად იმიტომ, რომ "ქეშბექი" რასაც ვიხდით ჩვენ, ტოტალ შეთავაზებას რასაც ვაკეთებთ, უმრავლესობა თანხა იხარჯება პრომო აქციებში და 70%-ი კია, პრომოში დონე არის 90%-ზე მეტი. ჩემი პრობლემა არის ჩემი თვითღირებულება, მე არ ვარ ისეთი საინტერესო ქსელისთვის, როგორც მაგალითად მსოფლიოს დიდი ბრენდები, რომლებისთვისაც საქართველოს ბაზარი არის ნოლი მთელი რაღაც პროცენტი ბრუნვაში და ჩვენთვის ეს არის დედა ბაზარი. იქიდან მოდის ბიუჯეტი, ყველა გაიდლაინი, მარკეტინგული Support-ი, მხარდაჭერა და ჩვენ ამ ხალხს, ამ მეგა კომპანიებს ქართული შეთავაზებებით ვეჭიდავებით. [...]
ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ქსელებს - 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდოთ, მოკვდა ეგ ბაზარი, ვერ შემაქვს ვერსად. ჩვენთვის კომერციულად საინტერესოა, რომ პატარა მარკეტში შევიდეთ, უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, მაგრამ აღარ არის. ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან 4 უნდა იყოს ქსელური და 6 ტრადიციული. რომელია ეგეთი უბანი შეგიძლიათ მითხრათ? მე 1999 წლიდან ვარ დისტრიბუციაში და ზეპირად ვიცი, რომელი დარჩა ეგეთი უბანი? არ არსებობს," - განაცხადა ჯანო კუციამ.