გელა ხასაიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

19.02.26 18:07
გელა ხასაიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა

კოალიცია "ცვლილებისთვის" დაპატიმრებულმა წევრმა, გელა ხასაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა.

მიზეზი პროკურატურის მიერ მიტანილი კადრები გახდა. როგორც ირკვევა, ვიდეო მასალა ასახავს მხოლოდ კონფლიქტის დაწყებას და არა იმას, იყო თუ არა ამ კონფლიქტის მონაწილე გელა ხასაია.  

დაკავებული  ამტკიცებს,რომ თუ  ბრალდების მხარე სრულ მასალას მიიტანდა სასამართლოში, გამოჩნდებოდა, რომ ჩხუბში ხასაია არ მონაწილეობდა.

ბრალდებული ამტკიცებს,რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად გაანადგურა  ჩხუბის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება.

ბოდიში ჩემ მეგობრებს, რომ ადრე გავდივარ დარბაზიდან, მაგრამ ეს არის იმის დემონსტრირება, როგორც ჩემმა მეგობარმა ომარმა თქვა, დღევანდელმა კადრებმა აჩვენა, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად გაანადგურა ჩხუბის დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულება. კადრებს, რომელსაც ახლა იკვლევს პროკურატურა, არ აქვს შემხებლობა ჩემ საქმესთან და იმ ჩხუბთან, რადგან ჩემი წასვლის შემდეგ 2 წუთში მოხდა ის ჩხუბი. ეს მტკიცებულება თუ იმას ასახავს, რომ ძალადობა მოხდა ჩემი მონაწილეობით, ეს არის მტკნარი სიცრუე. ამ ტყუილში მონაწილეობა არ მსურს, ამიტომ გავდივარ და ვტოვებ დარბაზს,- განაცხადა ხასაიამ.