ე.წ. ტუშონკა, რომელიც ქართულ დახლებზე იაფად იყიდება, ტაფაზევე დნება - ქართველი მწარმოებელი
პარლამენტში შექმნილი ე.წ. ფასების კომისიაზე "ჯეო-ნატურალსის" ფინანსურმა ხელმძღვანელმა, გიორგი პარკაიამ უხარისხო ე.წ. ხორცის მარინადებზე ისაუბრა.
ბიზნესმენის თქმით, იმის გამორ რომ აღნიშნულ პროდუქტს ქართულ დახლებზე ძალიან იაფად ყიდიან, ქართველ მწარმოებლებს კონკურენციის გაწევა უჭირთ.
გიორგი პარკაია კომისიის წევრებს უხსნიდა, რომ პროდუქტი იმდენად უხარისხოა, რომ ის ტაფაზე მოხვედრიდან მალევე დნება.
ეგ ტუშონკები ტაფაზე რომ დადოთ, უბრალოდ დნება. ფაქტობრივად ქრება და არაფერი რჩება. ფაქტობრივად ვერ ვახერხებთ რომ იაფიანი პროდუქცია შევქნათ, რადგან ნედლეული ძვირი გვიჯდებდ ა ასეთ იაფიან პროდუქციას ფაქტობრივად კონკურენციას ვერ ვუწევთ. ქსელში გაგვიხსნია შემოტანილი ტუშონკა და ჩვენი და შეგვიდარებია - საკმადო ცუდი ხარისხია შემოტანილი ", -განაცხადა გიორგი პარკაიამ.