"ახალი თეატრის" ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს - ადგილზე ხმაურია
ახალ თეატრთან ხმაურია - ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ჩამოხსნეს. მიზეზი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ტელე გადაცემებია. ადგილზე ანდრო ჭიჭინაძის მეგობარი მსახიობები იმყოფებიან, რომლებმაც ჩამოხსნილი ბანერი თავად ხელახლა გადმოფინეს და ამ წუთებში სწორედ მას იცავენ, რომ არ ისევ ჩამოხსნან.
რუსთავი 2-ს კადრებში ანდროს ბანერის გამოჩენა არ უნდა. მსახიობებს კი სურთ, ისე გადაიღონ ვიდეოკადრები რომ არ შეეხოს ბანერს წარწერით - "თავისუფლება სინდისის პატიმრებს", თუმცა ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინეს.
მოვიდნენ უზარმაზარი ბანერებით, ჩვენ ვკითხეთ სად აპირებდნენ ამ ბანერების გაკეთებას და ხომ არ აპირებდნენ ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას, პასუხი არ გაგვცეს. შემდეგ უცებ შემვოიდა ეს ხალხი, მოჰყვა რუსთავი 2-ის, იმედის, და პოსტ-ტვ-ის კამერაც. ეს ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენ უბრალოდ საქმეს ვაკეტებთ, დრო არ გვაქვს, რადგან პრომო გვაქვს გადასაღები, დამონტაჯებას ვერ მოვასწრებთ და მოგვეცით ჩვენი ბანერებსი გაკვრის შესაძლებლობაო. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ცცოტა ხანი ეცდიათ, არ გვაცადეს, 5 წუთში შემოვიდნენ, საუბარიც არ გვაცადეს, ვთხოვეთ, რომ ეს ჩვენთვის ღირსების საკითხია და მაინც დაიწყეს ბანერის ჩამოხსნა. გვეუბენბიან, რომ პროექტს ხელს ვუშლით და პრომო აქვთ გადასაღები. ახლა ცდილობენ გამოგვიყვანონ, რომ თითოს რადიკალები ვართ. სინამდვილესი ასე არ არის. ჯერ ჩვენი მსახიობი დაიჭირეს, მერე დოი გააგდეს. ყველასთვის ნათელია რას ნიშნავდა ეს სპეცოპერაცია, გაჩერებულები ვართ უკვე რამდენი ხანია. უნდათ რომ მოკლან ხელოვნება და თავისუფალი სიტყვა", - ამბობს "პირველებთან" მსახიობი ეკა დემეტრაძე.