ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდული ზრდა - სპეციალისტები რისკებზე და საფრთხეებზე საუბრობენ
როდის გახდა საქართველო ნავთობმწარმოებელი ქვეყანა? საქსტატის მონაცემების თანახმად, მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები ექსპორტზე გავიდა, თითქმის ნახევარი კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გაიყიდა.
სპეციალისტების თქმით, საქმე გვაქვს კარგად აწყობილ სქემასთან, რომელიც, მათი თქმით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკავშირდება.
ისინი გამოთქვამენ ეჭვს, რომ ქვეყაში შემოდის სანქცირებული ნავთობი, რომელიც არა თუ გადამუშავდება, არამედ ეტიკეტი ეცვლება და საქართველოში წარმოებულსი სახელით გადის საზღვარგარეთ.
ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს მართლაც ადგილობრივი წარმოების ნავთობია და ეს რომ ემთხვევა იმას, რომ რუსეთი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და ყველა ხვრელს და გზას ეძებს იმისთვის, რომ გაასაღოს თავისი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ამ ფონზე, საფუძვლიანი ეჭვია, რომ საქართველო ჩართულია რაღაც სქემებში. რა გასაკვირია, ივანიშვილის მმართველობა ასეთ შედეგს რომ დადებდა, ეს ფაქტია, კორუმპირებული მთავრობის შემთხვევაში, ესეთი სქემებიც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ, ერთი მხრივ სანქციები არ უნდათ, მაგრამ მეორე მხრივ ვიღაცა ვიღაცას ხელს გაუწვდის, იმისთვის რომ იმ ვიღაცამ პოლიტიკური შემოწირულობა გაუკეთოს “ქართულ ოცნებას“. ასეთი ჩახლართული სქემებია, ხელი ხელს ჰბანს, - ამბობს გიგა ბედინეშვილი.
რომან გოცირიძის თქმით, უკვე გასაგები გახდა, რატომ აპირებს ევროკავშირი ყულევის პორტის დასანქცირებას.
ქვეყანა დიდ შარში ეხვევა, ახლა უკვე გასაგებია, რატომ აპირებს ევროკავშირი ყულევის პორტის დასანქცირებას, ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა, 56 მილიონი დოლარის ღირებულების მზა ნავთობ პროდუქტები გაუტანია ექსპორტზე, თან ევროპის ქვეყნებში. ეს არის სანქციების გვერდის ავლა, რუსული ნავთობის ფაქტობრივად ჩამოსხმა ყულევის ტერმინალში და რამდენიმე დღეში ხელახლა გადატვირთვა გემზე და რარაც მანიპულაციებით, მზა პროდუქტების გატანა. უზარმაზარი რისკის ქვეშ აყენებენ ქვეყანას ადამიანები, რომლებიც არაფერს ქმნიან. ფულს შოულობენ ერთეულები, ნაღებს ხსნიან, შემოდის რუსეთიდან ნავთობი, ჩაისხმება რეზერვუარში, გადის რეზერვუარიდან არავითარი დამათებითი გადსახადი არ იქმნება, მუშებს ხელფასები არ ძელევათ, არც დღგ იქმნება, ამ მანიპულაციით ვიღაცები იღებენ მულიონებს, - ამბობს რომან გოცირიძე.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვარში, ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის ექსპორტი 68.1%-ით, 312.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთლიანი ექსპორტის 65.1%-ია. ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 480.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ადგილობრივი ექსპორტის ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის რეკორდულმა მატებამ განაპირობა. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში წარმოებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 224%-ით გაიზარდა და 56 180 000 დოლარი შეადგინა, რაც ადგილობრივი ექსპორტის 18%-ია.