ქობულეთში ზღვაზე შტორმია [ვიდეო]
ქობულეთში ზღვაზე შტორმია. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა. მათი ინფორმაციით , 18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელი იყო ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალამდე შტორმი.