სასახლის ღობის ექსპერტიზა იურისტმა ჩაატარა - გახმაურებული საქმის სასამართლო სხდომის დეტალები
სასახლის ღობის ექსპერტიზა იურისტმა ჩაატარა. ირკვევა, რომ საქმის ყველაზე მნიშვნელივანი დეტალი იმ ექსპერტმა გამოიკვლია, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციაც არა აქვს. მაგალითად, არ იცოდა რა მეთოდებით უნდა გამოეკვლია წინასწარ გადაჭრილი იყო თუ არა ათონელის რკინის კონსტრუქცია.
პროფესიით იურისტმა მოაწერა ხელი ლითონზე ჩატარებულ დასკვნას და ამ დოკუმენტის საფუძველზე ახლა ოცნების საგამოძიებო უწყება 65 ბრალდებულს ციხეში უშვებს. ოთარ ხაბურძანიაა კაცი, რომელიც 5 ოქტომბერს სასახლის ტერიტოტიაზე მივიდა, ნახა ღობის ფრაგმენტები, თუმცა არ აქვს კითხვაზე პასუხი რამდენ წერტილში იყო ღობე შედუღებული, არ იცის არც ის რამდენ წერტილში იყო გადატეხილი. სასამართლოს მოუყვა რომ ღობის სექციის ნაწილი ათონელის სასახლში მიწაში ჩაფლული დახვდა და სექციის გასწორება და შემოწმება არც კი უცდია.
ის რაზე პასუხი ექსპერტმა არ იცოდა, სასამართლოს ბრალდებულმა პოლიტიკოსმა განუმარტა. ირაკლი ნადირაძე ინჟინერი მამის გამოცდილებაზე დაყრდნობით დეტალურად აუხსნა პროკურატურის ოქროს მოწმეს რა უნდა გაეკეთებინა და რა არ გააკეთა
სასამართლო სხდომაზე დღეს ოქროს მოწმემ დადასტურა რომ მხოლოდ ფოტოსურათებით დაადგინა რომ ჭრის კვალი ღობეზე არ იყო. ოთარ ხაბურძანიამ დღეს პროკურორის კითხვის საპასუხოდ თქვა რომ რკინის კონსტრუქციებზე შედუღების გარდა იყო სამაგრებიც. თუმცა ადვოკატის თხოვნის მიუხედავად, ექსპერტიზაში ეს სამაგრები ვეღარ იპოვა.
კიდევ ვის მოუსმინეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე - დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.