ქართველი მწარმოებლები უხარისხო პროდუქტების შესახებ ალაპარაკდნენ - განხილვა ე.წ. ფასების კომისიაზე
სურსათის ქართველი მწარმოებლები იმ უხარისხო პროდუქტების შესახებ ალაპარაკდნენ, რომლითაც ქართული ბაზარია სავსე. ფასების საპარლამენტო კომისიაზე ბიზნესმენებმა პირდაპირ თქვეს, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქტის ხარისხი, სავარაუდოდ, არ კონტროლდება, რადგან დახლებზე ხვდება ისეთი ზეთი, რომესაც რუსეთის მაღაზიებში, ცუდი ხარისხის გამო, არ ყიდიან.
რას ჭამს ხალხი? ირკვევა, რომ უხარისხო ზეთი ერთადერთი პროდუქტი არ არის, რომელიც შესაძლოა ჯნამრთელობისვის საშიში იყოს. ფასების კომისიის სხდომაზე დასახლდა კიდევ ერთი პროდუქტი, მოთუშული ხორცი - "ჯეო-ნატურალსის" ფინანსურმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ე.წ. ტუშონკა, რომელიც ქართულ დახლებზე იაფად იყიდება, იმდენად უხარისხოა, რომ "ტაფაზევე დნება".
სურსათის ადგილზე წარმოება პირველ რიგში მთავრობის ინტერსში უნდა იყოს, დაბალი ფასები და ხარისხის მეტი კონტროლი, თუმცა ირკევა, რომ ბიზნესს დაწესებული რეგულაციები მძიმე დღეში აგდებს. მაგალითად, მარნეულის სასურსათო ქარხნამ პროდუქციის გასაიაფერბლად შეფუთვა შეცვლა, რომ შუშის ბოთლებით იმპორტი აღარ დასჭირდვებოდა. საწარმოო ხაზებში რომ ფული დახარჯეს და ნედლეულის შეკვეთაც მისცა, გზად მთავორბის დადგენილება დაეწია, რომელმაც პლასტიკის ბოთლებში სურსათის გაყიდვა აკრძალა.
ყველა მაღალ ფასებს ერთმანეთს აბრალებს - ქართველი მწარმოემბლები ამტკიცებენ, რომ მთავარ პრობლემა ქსელური მაღაზიების მაღალი გადასახადებია, ისინი აწესებენ თამაშის წესებსაც - უკრძალავენ ბიზნესმენებს მცირე მარკეტებში უფრო იაფად პროდუქტები შეიტანონ.
ბიზნესი ფასების ცვალებადობაზე ორ მთავარ პერსონაჟს ასახელებს - ერთი ქსელური მარკეტებია, მეორე ხელისუფლება - კონკურენციის სააგენტოს მუშაობით ადგილობრივი მწარმოებლები უკმაყოფილოები არიან.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.