მსახიობები ანდრო ჭიჭინაძის ბანერს დარაჯობენ - თეატრის ფასადზე "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტის ბანერები გააკრეს
ანდრო ჭიჭინაძის ბანერს მსახიობები დარაჯობენ - სინდისის პატიმრის გამოსახულებიან ბანერთან ერთად, ახალი თეატრის ფასადზე ახლა "რუსთავი 2"- სა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი მუსიკალური პროექტის ბანერია გაკრული.
დაპირისპირება ადგილზე მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ რუსთავი 2-ის ახალი გადაცემის პრომოს გადაღებისთვის ის ბანერი ჩამოხსნეს, რომელიც ერთ წელზე მეტია თეატრის ფასადზეა გაკრული. მსახიობები უარს ამბობენ მათი პატიმარი კოლეგის მხარდამჭერი ბანერის მოხსნაზე და აცხადებენ, რომ ეს მათი ღირსების საკითხია.
"ჯერ ჩვენი მსახიობი დაიჭირეს, მერე დოი გააგდეს, ახლა ამ ბანერსაც გვიხსნიან"- ამბობს "პირველებთან" მსახიობი ეკა დემეტრაძე.
როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გვითხრა, რუსთავი 2 გეგმავს ძალიან მაგარ ქართულ შოუს, რაც პირადად ჩემთვის და ყველასთვის, ვინც აქ ვმუშაობთ, ძალიან სასიხარულოა, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, ამ შოუსთან მიმართებაში, პირიქით, მხოლოდ გაგვიხარდება, უბრალოდ, ეს ვერ მოხდებ აიმის ხარჯზე, რომ ისედაც ამ გაჩერებულ თეატრში, რომელიც უბრალოდ მიწასთან გაასწორეს, ჯერ ანდრო წაგვართვეს, მერე დოი წაგვართვეს და მაშინ, როცა თან რეპეტიციები გქვონდა დაწყებული და ახალ სეზონზე 4 ახალ სპექტაკლს ვგეგმავდით, ჩვენც გვქონდა ძალიან მაგარი ქართული პროექტები გეგმაში, სწორედ მაშინ მოხსნეს დოი და დოის მოხსნის შემდეგ, იმიტომ რომ გაჩერებული გვქონდა თეატრი,საერთოდ დაადუმეს. ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც მოხსნეს ანდროს ბანერი, თუმცა ეს ბნაერი ისევ გადმოვკიდეთ და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ღირსება ჩამოხსნან და ვითომ ყველაფერი კარგადაა, ეს აკეთონ, - ამბობს ეკა დემეტრაძე.