"ანგარიში იმდენით ნულია, რამდენი სხდომაც ჩატარდა" - ადვოკატის თქმით, პროკურატურას გელა ხასაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს

19.02.26 21:09
"ანგარიში იმდენით ნულია, რამდენი სხდომაც ჩატარდა" - ადვოკატის თქმით, პროკურატურას გელა ხასაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს

გელა ხასაიას წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ აქვს - წესით ამ საქმეში მთავარი მტკიცებულება ვიდეო კამერების ჩანაწერები უნდა ყოფილიყო, რომელიც დაპირისპირების ადგილიდან არის ამოღებული, თუმცა ადვოკატის თქმით, დღეს სხდომაზე წარდგენილ მასალაში ჩანს მხოლოდ გელა ხასაია, მასთან ერთად ბრალდებული კიდევ ერთი პირი და დაზარალებულად ცნობილი კაცი.

  • ვიდეო კადრები მათ შორის სიტყვიერ შელაპარაკებასაც კი არ ასახავს.  ასევე ჩანს რომ ხასაია ტერიტორიას მალევე ტოვებს  და არანაიარ კონფლიქტში  არ მონაწილეობს.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ჯერ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი არ არის დასრულებული და რომ ექსპეტიზის დასკვნას ველოდებიან. 

გელა ხასაიას ადვოკატი კი ამბობს, რომ ანგარიში დაცვის მხარის სასარგებლოდ არის "ზუსტად იმდენით ნული, რამდენი სხდომაც ჩატარდა".

პირველივე დღიდან მოყოლებული, რომ ობიექტური მტკიცებულებები არათუ ადასტურებენ, არამედ გამორიცხავენ გელა ხასასიას მიერ დანაშაულსი ჩადენსი ფაქტს. ერთადერთი პოტენციური მტკიცებულება არის  ვიდეომასალა გადაღებული შემთხვევის ადგილის მიმდებარედ. 

პროკურორმა თავისი ხელით გახსნა მტკიცებულება, დისკი სასამართლოზე და აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო- მასლები ჩაწერილია 4 სექტემბერს. ანგარიში არის ზუსტად იმდენით ნული, რამდენი სხდომაც ჩატარდა. ყველა დანაპირები შევასრულეთ. დავადასტურეთ ის, რომ მოწმეები გამოძებისთვის მიცემულ ჩვენებებში იტყუებიან. დავადასტურეთ ის, რომ როდესაც ამბობენ, რომ ვიდეომტკიცებულება გვაქვს, რომ გელა ხასაიამ ჩაიდინა დანაშუალი, აქვთ ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გელა ხასაია არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე", - განაცხადა სასამართლოს დასრულებსი შემდეგ ადვოკატი ომარ ფურცელაძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" დაპატიმრებულმა წევრმა, გელა ხასაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვა.

მიზეზი პროკურატურის მიერ მიტანილი კადრები გახდა.ვიდეო მასალა ასახავს მხოლოდ კონფლიქტის დაწყებას და არა იმას, იყო თუ არა ამ კონფლიქტის მონაწილე გელა ხასაია.  

დაკავებული  ამტკიცებს, რომ თუ  ბრალდების მხარე სრულ მასალას მიიტანდა სასამართლოში, გამოჩნდებოდა, რომ ჩხუბში ხასაია არ მონაწილეობდა.

  • ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავება, რომ მან 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.