ელისო კილაძე: არანაირ საპროცესო გარიგებაზე წასვლას და ბრალის აღიარებას არ ვაპირებ

19.02.26 21:20
ელისო კილაძე: არანაირ საპროცესო გარიგებაზე წასვლას და ბრალის აღიარებას არ ვაპირებ

არანაირ საპროცესო გარიგებაზე წასვლას და ბრალის აღიარებას არ ვაპირებ  - ამის შესახებ დაკავებულმა ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულმა "ქრონიკა პლუსის" დამფუძნებელმა მოსამართლე ეკა ბარბაქაძეს უთხრა, რომ დააკავეს, როგორც "კრიმინალურ ავტორიტეტებს" აკავებენ - სპეცრაზმით და ძალის გამოყნებით. 

კილაძემ ასევე ისაუბრა მისი ბრალის აბსურდულობაზე, თქვა რომ პირადად სუსი-ის უფროსისი, მამუკა მდინარაძის შურისძიებსი მსხვერპლია. მან ასევე გააპროტესტა სასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. 

"არ ვეთანხმები სხდომის დახურვას, მინდა საჯაროობა" - განაცხადა ჟურნალისტმა

მაკავებენ როგორც კრიმინალურ ავტორიტეტს, სპეცრაზმით და ჯაჯგურით. მაბრალებენ იმას, რაც მე  დავიწყე ამ ქვეყანაში - "ქოლცენტრების" მხილება. მაბრალებენ რომ ამას იმას ვაკეტყებდი, რომ ხელი შემესალა კონკურენტებისთვის. ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ გამოყვანილი, არ ვიცნობ დასახლებულ პირებს, ოთარ ფარცხალაძე და მიხეილ ჩოხელს არ ვიცნობ. დავით მქიაძის გარდა, გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი. ანუ ჩემი დანაშაული არის ის, რომ დავით მიქაძეს ვიცნობდი და ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს ვაშუქებდი.

რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, მე მინდა ამ ადამიანებს ღიად ველაპარაკო. პროკურატურამ გახადა ჩაკეტილი სივრცე. კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს მამუკა მდინარაძეს, მთავარი პროკურორი არის მისი დანიშნული, ის არის მისი მეგობარი და კურსელი.

მესმის რომ საჯაროობა თქვენს ინტერესში არ შედის, მაგრამ მე ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე რგოროც არანაირ აღიარებაზე, არანაირ საპროცესო გარიგებაზე, არანაირ კომპრომისზე ამ საქმეში წასვლას არ ვაპირებ, რადგან სასწორზე დევს ჩემი როგროც ჟურნალისტის სახელი და გვარი. არ ვეთანხმები სხდომის დახურვას, მინდა საჯაროობა", - ამბობს ელისო კილაძე. 

ხმაურის ფონზე მიდის ამ წუთებში ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, ძმები მიქაძეების და სხვა ბრალდებულების  სასამართლო პროცესი. როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, მოსამართლესა და ადვოკატებს შორის რამდენიმე შელაპრაკება მოხდა.

ადვოკატები პროცესის დახურვას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ სხდომა ღია იყოს. პროკურორი ამბობს, რომ ინფორმაციის გამჟღავნება, რაც პროცესზე მოხდება , შესაძლოა მოწმეების უსაფრთხოებას შეუქმნას პრობლემები და ამიტომ ითხოვს სხდომების დახურვას.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გრიფი დაედო.

  • შეგახსენებთ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ, მათ შორის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძეს კი ბრალის დადგენილება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გააცნეს.  

ამავე საქმეზეა დაკავებული "ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი ელისო კილაძეც.

როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. 

  • საქმის მასალების მიხედვით, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას