უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

21.02.26 10:26
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს - 40 წლის ბაკურ ბულისკირიას პატივს მშობლიურ მხარეში, ზუგდიდში მიაგებენ. დაგეგმილიააა სამოქალაქო პანაშვიდები.

ბაჩო ბულისკირია ქვედანაყოფ "შერეკილებში" ირიცხებოდა. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან იბრძოდა.

2023 წელს ის ფრონზე დაიჭრა და ფეხის ტერფის ნაწილი დაკარგა. ბოლო დროს ის უპილოტო საფრენ აპარატებს მართავდა. ბულისკირია ოკუპირებული გალიდან იყო დევნილი. მისი  გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი  გულის შეტევა გახდა.