ჩოხოსნებს, ვინც კელიებიდან გამოგვყარა, პოლიცია პასუხს არ თხოვს - მამა ათინოგენე

05.11.21 17:38
ჩოხოსნებს, ვინც კელიებიდან გამოგვყარა, პოლიცია პასუხს არ თხოვს - მამა ათინოგენე

სალხინოს მონასტერში ჩატრებულ სპეცოპერაციასა და უმძიმეს დილას ის ბერები იხსნებენ, ვისაც სამართალდამცველებმა დღეს ხელბორკილები დადეს. გამოკითხვის  შემდეგ საულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიაში მივიდნენ, თუმცა მათთვიის რეზიდენციის კარი ჩაკეტილია. პარალელურად გამომძიებლები კიდევ 4 ბერს კითხავენ. განკვეთილი სასულიერო პირები პოლიციამ სალხინოს მამათა მონასტრიდან განყოფილებაში დილით გადაიყვანა. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატრიარქოს მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

სასულიერო პირები ,,ტვ პირველთან" აცხადებენ, რომ მათ რეზიდენცია ისე დაატოვებინეს, რომ პირადი ნივთების გამოტანაც ვერ შეძლეს. 

კელიებში რომ ვიყავით, მოგვაკითხეს ჩოხოსნებმა, მათთან ერთად იყო იურისტიც. მოვთხოვეთ, რა საბუთის საფუძველზე სურდათ ჩვენთან ურთიერთობა. რაღაც საბუთი გვაჩვენეს. მერე ანიშნეს ერთმანეთს, დაიკავეთ აქაურობაო და შეცვივდნენ კელიებში. წაგვიყვანეს ეს განკვეთილი ბერები პოლიციაში და ახლა გამოგვიშვეს. ჩოხოსნებს, ვინც ბერები გამოგვყარა მონასტრიდან, არც ერთს პოლიცია პასუხს არ თხოვს - განაცხადა მამა ათინოგენემ.

 ამ დრომდე პოლიციაში რჩება 2 ბერი, პოლიცია მათ ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევას ედავება.

ჭყონდიდის ეპარქიაში ბერები დღეს დილას დააკავეს