სისხლიანი გარჩევა გორში - კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა დაჭრეს

05.11.21 18:03
სისხლიანი გარჩევა გორში - კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა დაჭრეს

სისხლიანი გარჩევა გორში. ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ერთი მამაკაცის დაჭრით დასრულდა. შეთხვევა ცოტა ხნის წინ კომბინატის დასახლებაში მოხდა. დაშავებულს ცივი იარაღით რამდენიმ ჭრილობა აქვს მიყენებული.

ტვ პირველის ინფორმაციით, დაპირისპირება ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება.

დაჭრილი გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული ერთი პირი დააკავა.

მსგავსი სიახლეები