ხელისუფლების შურისძიება 4 თვის შემდეგ -სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების პროცესი დაიწყო

05.11.21 20:43
ხელისუფლების შურისძიება  4 თვის შემდეგ -სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტების პროცესი დაიწყო

 ხელისუფლების შურისძიება 4 თვის შემდეგ - სასამართლოში იმ სამოქალაქო აქტივისტების პროცესი  დაიწყო, რომლებიც ,,ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ და ლექსოს  სურათებს სხვადასხვა შენობების კედლებზე აკრავდნენ. მათი იდენტიფიცირება გამოძიებამ თვეების შემდეგ მოახდინა.
სასამართლო პროცესის ფონზე  კი კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს ფაქტი, რომ ისევ დაუსჯელები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტებს 5 ივლისს სასტიკად გაუსწორდნენ. მათი რიცხვი დიდია. დაკავებულების გათავისუფლებას კი ძალადობის ორგანიზატორები აანონსებენ.

სამოქალაქო აქტივისტებს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ  საბანკო ანგარიშები უკვე დაუყადაღა, ისინი მეტროთი მგზავრობასაც კი ვერ შეძლებენ. 

5 ივლისის ამბებიდან 4 თვის თავზე სამოქალაქო აქტივისტებს სახლებში საჯარიმო ქვითრები მოუვიდათ. 

აქტივისტები სასამართლოს არ ენდობიან და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას აცხადებენ. ისინი აცხადებენ, რომ ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. 

 

მსგავსი სიახლეები