პოლიციელის მიერ მოკლული პოლიციელის საქმე - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

06.11.21 11:45
პოლიციელის მიერ მოკლული პოლიციელის საქმე - "ტვ პირველმა" ახალი დეტალები გაარკვია

სისხლიანი დაპირისპირება პოლიციელებს შორის ხობში - "ტვ პირველმა" გუშინ მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. ერთ-ერთი ვერსიით, სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ყოფილი პოლიციელის, ლექსო რაფავას დაკავება გახდა. 

ირკვევა, რომ ნასვამმა პოლიციელმა მისივე კოლეგა, პოლიციის შენობაში ჩაცხრილა. მოკლულის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციიდან პათოლოგიური სიმთვრალის გამო არაერთხელ იყო გათავისუფლებული, თუმცა მოქმედი ხელისუფლების პირობებში ის სისტემაში დააბრუნეს. 

ნასვამი იყიო, ასე საუბრობენ. პათოლოგიური სიმთვრალე რომ ჰქონდა ეს ყველამ იცის. ის არის მოსახსნელი, ვინც ასეთი კაცი სისტემაში დააბრუნა"- აცხადებენ მოკლულის ოჯახში.

"პირველების" ინფორმაციით, საზარელ მკვლელობას ერთი თვითმხილველი ჰყავს, რომელიც პოლიციამ გუშინვე გამოკითხეს. 

მსგავსი სიახლეები