გართულებული კოვიდვითარება - თბილისის კლინიკებში ადგილები აღარ არის

07.11.21 11:38
გართულებული კოვიდვითარება - თბილისის კლინიკებში ადგილები აღარ არის

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, თბილისში, კოვიდმიმღებ კლინიკებში ადგილები აღარ არის. საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით გადატვირთულია.

ექიმების თქმით, არის შემთხვევები როცა უარის თქმა უწევთ პაციენტების მიღებაზე და მათ რეგიონებში ამისამართებენ.

პაციენტი გაწერილი არ გვაქვს, რომ მის ადგილას უკვე სასწრაფოს შემოყავს ახალი პაციენტი. პაციენტები, რომლებიც შემოდიან არიან საკმაოდ მძიმეები, რეანიმაციაში მძიმე პაციენტები გვიწევს", - ამბობს ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი.

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 67 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების  4 104 ახალი შემთხვევა.