ძლიერი ქარი, ნალექი და თოვა - საქართველოში ამინდი უარესდება

15.03.26 16:21
ძლიერი ქარი, ნალექი და თოვა - საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. უწყების ინფორმაციით, 15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც პერიოდულად 25–28 მეტრ წამამდე გაძლიერდება.

16 მარტს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე პროგნოზირებულია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში — თოვა, ზოგან ძლიერი. ასევე მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

სინოპტიკოსების ცნობით, დიდთოვლობისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა.

ამასთან, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. სააგენტოს შეფასებით, საფრთხის დონე საშუალოა.