პროვოკატორების კვალი და ჩიხში შესული გამოძიება - ახალი კითხვები სასახლის ღობის საქმეზე

15.03.26 20:48
პროვოკატორების კვალი და ჩიხში შესული გამოძიება - ახალი კითხვები სასახლის ღობის საქმეზე

სასახლის ღობის საქმე, როგორც ადვოკატები აცხადებენ, ფაქტობრივად ჩიხში შევიდა. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა პოლიციელებმა ვერ გამორიცხეს, რომ აქციაზე ე.წ. პროვოკატორები იყვნენ.

მათი თქმით, სასახლის ღობესთან მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ხელში ძირითადად მხოლოდ დროშები ეჭირათ. ამ გარემოებას სასახლის დაცვის თანამშრომლებიც ადასტურებენ. სწორედ ამიტომ, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სასახლის ღობის წინასწარ გადაჭრის პარალელურად აქციაზე შესაძლოა ქვებით შეიარაღებული პროვოკატორებიც ყოფილიყვნენ მობილიზებული.

ადვოკატების თქმით, 4 ოქტომბერს აქციაზე მისულ ადამიანთა უმეტესობას სახე დაფარული არ ჰქონდა და მხოლოდ ერთეულები იყვნენ შენიღბული. მათი ეჭვით, სწორედ ეს ნიღბიანი პირები იყვნენ ე.წ. აგენტ-პროვოკატორები. დაცვის მხარე აცხადებს, რომ პროკურატურას ამ დრომდე არ დაუდგენია იმ ადამიანების ვინაობა, რომელთაც სახე ჰქონდათ დაფარული და რომლებიც, სავარაუდოდ, ათონელის ქუჩაზე სპეციალურად პროვოკაციისთვის იყვნენ მობილიზებული.

ამავე საქმეზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური გლდანის ციხიდან პროკურატურას სრულ უნდობლობას უცხადებს. ის სასამართლო პროცესებს არ ესწრება და ამბობს, რომ მოწმეების ჩვენებების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ტელეეთერიდან იღებს.

ფიცხელაური მიიჩნევს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს და ბრალდების მხარე დანაშაულის დამტკიცებას ვერ შეძლებს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.