სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული პროცესიდან გააძევეს - რა ხდებოდა სხდომაზე

16.03.26 20:38
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული პროცესიდან გააძევეს - რა ხდებოდა სხდომაზე

ბრალდებულ გიორგი ქორქიას მოსამართლემ პროკურატურის მოწმისთვის მიმართვა არ აპატია. სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ კაცს, პროცესი მხოლოდ იმის გამო დაატოვებინეს, რომ გამომძიებელს მოუწოდა ჩვენება ზეპირად მიეცა და ფურცლიდან არ წაეკითხა. გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ეს ამ საქმეზე უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბრალდებულს პროცესიდან აძევებენ - საკუთარ სხდომებს უკვე რამდენიმე კვირაა ვერ ესწრება ბათუმელი მედროშე ზურა ჭავჭანიძეც.

მოწმე, რომელიც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ფურცლიდან კითხულობდა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი აკაკი ქადაგიშვილია. მან 5 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

წესით ყველა საეჭვო გარემოებაზე ინფორმაცია გამომძიებელს საქმის პროკურორისთვის უნდა გადაეცა, თუმცა სხვა მიმართულებებით გატრიალებულ სამეთვალყურეო კამერებზე, ირკვევა რომ ქადაგიშვილს საქმის ზედამხედველი პროკურორისთვის არაფერი უთქვამს.

სასახლის ღობის საქმეზე დღეს გამოიკვლიეს ვიდეო მტკიცებულებებიც. კადრები, რომელიც დიდი შეკრების დღეს პრეზიდენტის სასახლესთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორებმა გადაიღეს. ადვოკატები ამბობენ, რომ გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დადგენილი ნიღბიანების ვინაობა, ვინც ღობის გადანგრევაში მიიღო მონაწილეობა რაც ბევრ კითხვას აჩენს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში