სასწრაფო პარლამენტში - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა გაუარესდა

08.11.21 21:05
სასწრაფო პარლამენტში - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა გაუარესდა

"დროას" ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ელენე ხოშტარიას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ისევ დასჭირდა. ხოშტარია სუსტად არის, აქვს თავბრუსხვევა,  აღენიშნება სისუსტე და ღებინება.

ხოშტარიამ ჰოსპიტალიზაციაზე ისევ უარი განაცხადა.

ელენე ხოშტარია პარლამენტში მე 6 დღეა, რაც შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე გაუარესდა.