“მოსკოვის მექანიზმი“ თანამეგობრობას უნივერსალურ იურისდიქციას სთავაზობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მაია მწარიაშვილი
“მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტმა გასცა რეკომენდაცია, რომელშიც ყველაზე მძიმე არის ჰააგის სასამართლოსთვის მიმართვის რეკომენდაცია და რჩევა, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილი “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “რადგან რეკომენდაცია არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მიმართვა, ეს ნიშნავს რომ დოკუმენტი ვარაუდობს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულს“.
ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი“ ურჩევს მსოფლიო თანამეგობრობას, გამოიყენონ ეს მექანიზმი და განიხილონ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის პოლიტიკური დევნის, წამების და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი რაოდენობების გათვალისწინებით. რადგან რეკომენდაცია არის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მიმართვა, ეს ნიშნავს რომ დოკუმენტი ვარაუდობს ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულს, - აცხადებს მწარიაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა დადგება, თუ საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვა დღის წესრიგში დადგება, მწარიაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
რომის სტატუტის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობრივ იერარქიას, პასუხს აგებს ყველა, ქვემოდან - ზემოთ და ზემოდან -ქვემოთ. თუმცა, ზოგადად პრაქტიკაში პასუხიმსგებლობები ჩერდება ძირითადად უმაღლესი თანამდებობის პირებზე. ეს იერარქია სამხედრო და საპოლიციო ჩინების პასუხისმგებლობის სტანდარტი სხვა არის, მაგალითად, შინაგან საქმეტა მინსიტრის შემთხვევაში, იქ დაცვა არ არის, რომ არ ვიცოდი, იქ მუშაობს პრინციპი, უნდა სცოდნოდა. თუ მთავრობის მეთაურის შემთვევაში სტანდარტია, რომ უნდა ამტკიცო, რომ მას ჰქონდა ცოდნა, შს მინისტრის შემთხვევაში კი არა, მას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცოდნოდა. რაც შეეხება პრემიერს - იქ არის სტანდარტი, რომ მას უნდა ჰქონოდა ცოდნა, რომ ამ ტიპის დანაშაულები ხდება ქვეყანაში.
მისივე თქმით, “მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი, მხოლოდ სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მიმართვას არ სთავაზობს თანამეგობრობას, არამედ სხვა მექანიზმებსაც სთავაზობს, წამებასთან დაკავშირებით, ხოლო, სისხლის სამართლებრივს სთავაზობს უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს დოკუმენტი მხოლოდ სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მიმართვას არ სთავაზობს თანამეგობრობას, სხვა მექანიზმებსაც სთავაზობს წამებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლებრივს სთავაზობს უნივერსალურ იურისდიქციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსალური იურისდიქცია რა არის - სახელმწიფოებს ეუბნებიან, რომ თქვენ, თქვენი კანონმდებლობის ფარგლებში, დაიწყეთ სისხლის სამართლებრივი დევნა ამ კონკრეტული დამნაშავეების მიმართ. ასეთ დროს, როდესაც ჩვეულებრივად ვიზა შეზღუდვებზე იყო ხოლმე საუბარი, ასევე სხვადასხვა სანქციებზე, სულ იყო ხოლმე, რომ აი, რა პრობლემაა, გადავლახე-გადმოვლახე, მაქვს სანქცია- არ მაქვს სანქცია, ამ შემთხვევაში, რომელიმე ის ქვეყანა, რომელიც უნივერსალურ იურისდიქციას აღიარებს, იძიებს უნივერსალური იურისდიქციით და რომელიმე ჩვენი საპოლიციო მოხელე, ან თანამდებობის პირი შედის ასეთი ქვეყნსი საზღვარზე, მას განა უკან აბრუნებენ, პირიქით, შეიყვანენ და აპატიმრებენ,- ამბობს მწარიაშვილი.
მწარიაშვილის თქმით, დანაშაულებებს, რომელზეც დოკუმენტშია საუბარი ხანდაზმულობის ვადა არა გააჩნია, შესაბამისად, ნებისმიერ დროს, მის საფუძვლეზე შესაძლოა დაიწყოს გამოძიება.
ამ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა არა გააჩნია, ნებისმიერ დროს, 5 წლის, 10 წლის, ან 15 წლის შემდეგ, ეს დოკუმენტი არსად არ გაქრება, დაარქივებულია, ამ დოკუმენტის საფუძვლეზე შეუძლია დაიწყოს გამოძიება როგორც ჰააგი პროკურორს, ისე მას შეუძლია დაიწყოს გამოძიება ნებისმიერი სახელმწიფოს მიმართვის საფუძველზე, -დასძინა მან.
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.
რა წერია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში ჰააგასთან დაკავშირებით:
- ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს აძლევს რეკომენდაციას, რომ მათ შეიძლება განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), "პოლიტიკური დევნის, წამებისა და სხვა არაადამიანური ქმედებების მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით".
რა არის რომის სტატუტი:
დოკუმენტი, რომლითაც შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC). საქართველო ამ სტატუტის წევრია, ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს საქართველოში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.