თბილისში უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმები 145%-ით გაიზარდა - ექსპერტების შეფასება
თბილისში უბილეთოდ მგზავრობის გამო გამოწერილი ჯარიმები მკვეთრად გაიზარდა — მერიის კონტროლიორებმა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მოქალაქეებს 145%-ით მეტი სანქცია დაუწერეს, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
მონაცემებით, მხოლოდ ორ თვეში მოსახლეობას ნახევარ მილიონ ლარზე მეტის გადახდა უწევს. იმის გათვალისწინებით, რომ უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმა 20 ლარია, კონტროლიორებმა ამ პერიოდში დაახლოებით 28 ათასი ჯარიმა გამოწერეს.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ კონტროლიორები ხშირ შემთხვევაში „ჩასაფრებების“ ტაქტიკას იყენებენ — მათი თქმით, ისინი ავტობუსის გაჩერებებთან იმალებიან და კარის გახსნისთანავე ჯარიმების გამოწერას იწყებენ, მიზეზების გათვალისწინების გარეშე. მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ კონტროლიორებს მეტი ჯარიმის გამოწერის არაოფიციალური დავალება აქვთ.
სახაზინო მონაცემებით, ბოლო ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალიც. ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლოა მიუთითებდეს ბიუჯეტში არსებულ დანაკლისზე, რომლის შევსებასაც ხელისუფლება ჯარიმების ზრდით ცდილობს.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.