მარიამ ყიფიანს ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

27.03.26 13:43
მარიამ ყიფიანს ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

სამოქალაქო აქტივისტს, მარიამ ყიფიანს ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.

ყიფიანს შსს 2025 წლის 17 დეკემბერს ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

დღეს პატიმრობაში გაუშვეს კიდევ ორი სამოქალაქო აქტივისტი - მარიამ მელიქიშვილი  და ლევან ჟვანია.