საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს ძმები მიქაძეების მიერ მკვლელობის ორგანიზებას - ადვოკატი
ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - ცალკე წარმოებად გამოყოფილ საქმეზე,ს ადაც ბრალდებულები გიორგი ჯოხაძედ და ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები არიან, ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.
ძმებ მიქაძეების უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ბრალდებული პირების წინააღმდეგ პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია. მედიასთან გამართული საინფორმაციო შეხვედრის დროს, ადვოკატებმა თქვეს, რომ მიქაძეები ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ჩართული არ იყვნენ და ერთადერთი რაც პროკურატურას, აქვს ოპერატიული მუშაკის ჩვენებააა.
არცერთი მტკიცებულება, რომელიც საქმეში წარმოდგენილია, არ ადასტურებს დავით და გიორგი მიქაძეების მიერ მკვლელობის ორგანიზებას. აქ უნდა იყოს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, კავშირები, მათ მიერ განხორციელებული ქმედებები და არა ის, რომ 7 წლის წინ ვიღაცა ერთმანეთს შეხვდა დაბადების დღეზე და მაგალითად, გამარჯობა უთხრა. არის ერთადერთი ოპერატიული მუშაკის პატაკი, რომელიც ანაონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს ვერიას, რომელსაც ავრცელებს და ბრალდებაში იყენებს გამოძიება. სხვა მტკიცებულება ამ საქმეში არ არის", - ამბობს ადვოკატი ზვიად კორძაძე.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.